დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოხუცთა სახლის ბენეფიციარების ვაქცინაციამდე, პირველ რიგში, მათი მომვლელი პერსონალი აიცრება.
გამყრელიძის ცნობით, სად აიცრებიან მოხუცთა სახლის ბენეფიციარები, კლინიკაში თუ ადგილზე, ამას სამინისტრო განიხილავს.
„სამინისტრო იხილავს, მოხდეს მათი ვაქცინაცია ადგილზე თუ ისინი კლინიკაში აიცრან. ამასთან, პირველ რიგში, მათი მომვლელი პერსონალი აიცრება. თუ შეიტანს ინფექციას, მეტი რისკია შეიტანოს მომვლელმა პერსონალმა. ამიტომ პირველ რიგში მომვლელი პერსონალი აიცრება და შემდეგ თვითონ ბენეფიციარები. რაც შეეხება მათი პორტალზე დარეგისტრირების საკითხს, მოხუცებულების დარეგისტრირება მათ ხელმძღვანელობას შეუძლია, თუ არადა მივახმართ ხალხს. “,- განაცხადა გამყრელიძემ.