ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშებს. მან ნახევარფინალურ მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი – 7:6(3), 6:1. მატჩი საათი და 16 წუთი გაგრძელდა.

გადამწყვეტ მატჩში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება. ქართველისთვის ეს არის მეექვსე ფინალი ATP-ის ტურნირებზე. პირველი ორი მან წააგო, რის შემდეგაც, ნიკას ფინალებში ზედიზედ სამი მოგება აქვს – მან ტიტულები აიღო ჰამბურგში (ორჯერ) და პეკინში.

გადამწყვეტ მატჩში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც 6:3, 6:3 მოუგო რუს ანდრეი რუბლიოვს.