კორონავირუსის ვაქცინაცია რუსთავშიც შესაძლებელი იქნება

NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე 29 ცენტრში დაიწყება და კვირის ბოლომდე ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

როგორც ცნობილი გახდა, რუსთავში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსთავის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში მოხდება.

ამცრელი ცენტრები ასე გადანაწილდა:

თბილისში – 10;
ქუთაისში – 4;
ბათუმში – 4;
რუსთავში – 2;
ზუგდიდში – 2;

ყველა რეგიონულ ცენტრში თითო-თითო;

როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ ამცრელ ცენტრებს, 17 მარტიდან დაემატება 35-მდე ახალი ცენტრი, ხოლო19-ში კიდევ 23. მისივე თქმით, “ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში გაიშლება.”