“ოცნებას” უნდოდა ჰაერი, სიცარიელე მოეყიდა, როგორც რეფორმა: ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე

“გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ოპოზიციასა და ხელსუფლებას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე  წერს და ამბობს,  რომ “ქართულ ოცნებას” სურდა შეთანხმების ტექსტში იცარიელე ყოფილიყო, რომელსაც ოპოზიციას მიყიდდა, როგორც რეფორმას.

“ტექსტში უნდოდათ ყოფილიყო ჰაერი, სიცარიელე, რომელსაც მოგვყიდდნენ როგორც რეფორმას. ამ დროს ჩვენთვის (ნუ ყველაზე თავს ვერ დავდებ, ზოგი ახლაც ვერ ხვდება, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად) ნათელი გახდა რატომ ხდებოდა ტექსტის გაუარესება:

მედიატორები ცდილობდნენ ტექსტის ისეთი ვერსიის დადებას, რომელზეც ოცნებას აღარ ექნებოდა პრეტენზია. […] ყველა პუნქტთან მიმართებაში, ოცნება, ნაცვლად იმისა რომ წამოსულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით,  მედიატორებმა დაინახეს, რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება კი არ ხდებოდა, არამედ “ოცნება” მზად არა იყო არანაირ კომპრომისზე შარლ მიშელის არცერთ პუნქტთან მიმართებაში, რის გამოც მოლაპარაკებები შეწყდა.