პოლიციამ ნახევარ კგ-მდე ჰეროინი ამოიღო

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1978 წელს დაბადებული პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.