პრეზიდენტი ვაქცინაციაზე – “ასე გამოიყურება “სინათლე გვირაბის ბოლოს”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემოტანას ეხმაურება და მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინის შემოტანაში დაეხმარა.

პრეზიდენტის განცხადებით, კვლავ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია.

“ასე გამოიყურება “სინათლე გვირაბის ბოლოს”. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს.

ჩვენ კვლავ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობით ამ კრიზისს დაამარცხებს”,-წერს ზურაბიშვილი.