რატომ არ გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინა- ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ეკატერინე ტიკრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული “ასტრაზენეკას” ვაქცინის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერებას არ უკავშირდება.
“არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადობაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა. მომავალშიც შემოვა საქართველოში ვაქცინები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, რომელთანაც შეიძლება არსებობდეს კითხვები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ან სხვა საჯარო მოხელემ საჯაროდ გაიკეთეოს. აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა,”- განაცხადა “დღის კურიერში” ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო პესონალის სიმცირე ვაქცინაციის პირველ დღეს ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება.
“ეს პროცესი რომ იქნებოდა რთული, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება და ჩვენი ექიმებიც, რომლებიც იმყოფებიან წინა ხაზზე, პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი,”- განავცხადა “დღის კურიერში” ეკატერინე ტიკარაძემ.