როდის მიიღებს რუსთავი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას?

NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე 29 ცენტრში დაიწყება და კვირის ბოლომდე ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, რუსთავი კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინას კვირას, დღის განმავლობაში მიიღებს და ვაქცინაცია ორშაბათს დაიწყება.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსთავის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში მოხდება.