რუსთავში გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავში მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა –  “რუსთავსერვის ცენტრის” ორგანიზებით გამართულ აქციას, ეკო მოხალისეებთან ერთად, რუსთავის მაჟორიტარი და ქალაქის მერი შეუერთდნენ.

აქციის ფარგლებში ფალიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების გამწვანების ზოლში 200-მდე ხის ნერგი და დეკორატიული ბუჩქი დაირგო.

მწვანე ნარგავები, ააიპ „რუსთავსერვის ცენტრმა“, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა.