სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

საქართველოს მასშტაბით არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით დღეიდან განახლდება.

შაბათ-კვირას შეზღუდვა იხსნება როგორც სავაჭრო მოლების, ისე ბაზრობების მუშაობაზე.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

სა ვაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა 8 თებერვლიდან, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.