საკრებულოს გადაწყვეტილება – რუსთავში უსახელო ქუჩებს სახელწოდებები მიენიჭა

რუსთავში უსახელო ქუჩებს სახელწოდებები მიენიჭა. გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კერძოდ,  სახელწოდება მიენიჭა ქალაქის ოთხ ქუჩას, ერთს კი სახელი გადაერქვა.

ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, VII და VI მიკრორაიონებს შორის არსებულ კიროვაკანის ქუჩას აფხაზეთის ქუჩა ეწოდა, ხოლო დავით აღმაშენებელის და იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ რამდენიმე უსახელო ქუჩას მიენიჭა, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და გრიგოლ ხანძთელის სახელწოდება.