სამოქალაქო აქტივისტები “კომენდანტს” არღვევენ- მსვლელობა რუსთავის მიმართულებით

სამოქალაქო აქტივისტები ნიკა მელიას მხარდასაჭერად, ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.

აქტივისტების თქმით, მსვლელობით აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ  დაწესებულ შეზღუდვებსა და “კომენდანტის საათს”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები: “ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაიდება, იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას”.