ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა გონივრულ ნაბიჯს მესალმება.
ამის შესახებ მან საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
“შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
მათი მხრიდან აღქმულია ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს პანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად”, -განაცხადა ტიკარაძემ.