სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წყლის მილი დააზიანეს- ქუჩები დაიტბორა(+ვიდეო)

ფალიაშვილის სკვერის მიმდებარედ წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რამაც მიმდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

წყლის მილი ფალიაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მძიმე ტექნიკამ დააზიანა.

პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე “რუსთავსერვის ცენტრის” შესაბამისი ჯგუფი მუშაობს.