სპორტულმა დარბაზებმა დღეიდან ფუნქციონირება განაახლა

სპორტულმა დარბაზებმა დღეიდან  რეგულაციების დაცვით ფუნქციონირება განაახლა.

ასევე, დღეიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგა.

გარდა ამისა, 15 მარტიდან რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლება შეუძლიათ თეატრებს, სპორტულ კლუბებსა და პროფესიულ ანსამბლებს, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ელი აპრილიდან შეძლებენ.

ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.