სოზარ სუბარის განცხადებით , ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ლაპარაკობს არჩევნების გაყალბებაზე, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა და ამას ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს.
სუბარმა ნიკა მელიას საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ენმ-ს ლიდერის გათავისუფლება თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული.
“რაც შეეხება პატიმრებს, პატიმრებთან დაკავშირებით არის ერთი ადამიანი – ნიკა მელია, რომელზეც არის ლაპარაკი. ნიკა მელიას გათავისუფლება არის 1 წუთის საქმე და ეს გასაღები აქვს მას, მის პირად ხელში. გადაიხდის გირაოს და გამოვა გარეთ. ეს იცის მთელმა მსოფლიომ,” – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ერთადერთი, რასაც ოპოზიციას ყველა მოუწოდებს ქვეყნის გარეთ, ეს არის, რომ პარლამენტშია დემოკრატიის ადგილი.