ტიკარაძე: ექთნის მდგომარეობა ჩვენი ექიმების ძალისხმევით საიმედო იქნება

დარწმუნებული ვარ, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა ჩვენი ექიმების ძალისხმევით საიმედო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართული იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება დრეს დამდგარ ფაქტს, საბჭოს მთავარი სამსჯელო იყო ექთანთან მიმართებაში დამდგარი ფაქტის აგანნალიზება, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაცაის. რეგულირების სააგენტო დღის 16:00 საათზე იმყოფებოდა კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა. ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას, თუ რისგან დადაგა ეს ფაქტი. პაციენტი გადმოყვანილია თბილისში, განვახორცეიელთ დამატებითი ღონისძებები. გაიმართება კონსილიული, მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალაინ მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.