კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ რეგულაციების მოხსნამ შემთხვევების მატება შეიძლება გამოიწვიოს.
მისი თმით, თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ და ღია სივრცეში, სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ შეზღუდვების მოხსნას.
“შეიძლება რეგულაციების მოხსნამ გამოიწვიოს გარკვეული მატება. პირადად მე, მუდმივად მხარს ვუჭერდი მხოლოდ ეტაპობრივად მოხსნას და თავის შეკავებაზე მოვუწოდებდი ერთბაშად მოხსნისგან, რამეთუ ამან შეიძლება გვაიძულოს უკან დავუბრუნდეთ შეზღუდვებს.
მთავარი – თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ და ღია სივრცეში, სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ შეზღუდვების მოხსნას და არ დაგვჭირდება დავუბრუნდეთ ისევ ლოკდაუნს “-აცხადებს ცერცვაძე.