დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს, – ამის შესხებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
კარლ ჰარცელი ხაშურსა და სურამში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს. ეს საქართველოში აღმოსაჩენი განსაკუთრებული ადგილია. შესანიშნავი ხედი სურამის ციხეზე, ჯანსაღი წყალი და გემრიელი ნაზუქი“, – წერს კარლ ჰარცელი.
Didi madloba Khashuri and Surami! A special place to discover in Georgia. Splendid view of Surami Fortress ✅ healthy iron water ✅ & delicious Nazuqi ✅ pic.twitter.com/oDxmy94PS1
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) March 26, 2021