ალეკო ელისაშვილი: გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, თუ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ.

“ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, რომ მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ზუსტად ვინ არის მისი კადრი, არ ვიცი. გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა, სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.