დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და მისი თანამდებობიდან გადაყეების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი განიხილება.
“ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვა, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ”, — განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.