ანზორ ერქომაიშვილი კოვიდინფიცირებულია – მდგომარეობა მძიმეა

ქართველი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი კოვიდინფიცირებულია და ის ვირუსს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძვის.

როგორც კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, მისი მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი აპარატზეა შეერთებული.

ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს შეიყვანეს.