აქიტვისტებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ფიტული მიიტანეს

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შენობაში ხის ფიტულის შეტანა უნდათ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ. ადგილზე ამ დროისთვის ხმაური და შეხლა-შემოხლაა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ამ აქცია-პერფორმანსით იმის თქმა სურთ, რომ ფიტული ირაკლი ღარიბაშვილს გამოხატავს.

„ეს სკულპტურა ასახავს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია და მისი ხელით ასრულებს ყველა ისეთ დავალებას, რომელიც ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებას ეწინააღმდეგება. მარიონეტად ჰყავს ივანიშვილს მთელი ხელისუფლება გადაქცეული, რაც გუშინდელი ეთერითაც დამტკიცდა. მათ ხელი მოაწერეს დიქტატურაზე“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ცოტნე ვადაჭკორიამ.

აქტივისტები სკანდირებენ „მონებო, შეგვიშვით!“. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც “ტვ პირველმა” აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.