აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან

 მარნეული სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის ნიშნად “კომენდანტის საათს” არღვევენ და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ისინი გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ და ამით პროტესტი გამოუცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელმაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინეს.

“ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ვეწინააღმდეგებით სისტემას, რომელიც არღვევს ჩვენ უფლებებს და აიგნორებს. არ ვემორჩილებით არსებულ დისკრიმინაციულ მიდგომას, ვგმობთ!

ნოვრუზ ბაირამის უფლებებს დავიცავთ. სახელმწიფომ მისი უფლებაც დაარღვია და რელიგიური ბაირამი უწოდა!” – წერს სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა მთავრობას რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სთხოვეს, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი დღით კომენდანტის საათი მოეხსნათ.