საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ.
აქტივისტებს ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.
“ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიდვივართ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად გაიწია პოლიტიკის კეთებისგან და ამის არ გვჯერა. ჩვენი მოლოდინები გაამართლა ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებამ, ყველამ კარგად ვიცით, ვისი კადრია ირაკლი ღარიბაშვილი და ვის დავალებებს ასრულებს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება ეხება ერთადერთ ადამიანს, არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც გავაგონებთ იმ მოთხოვნებს, რასაც ვაყენებთ სამ თვეზე მეტია“, – აღნიშნა „მოძრაობა საქართველოსთვის” წევრმა ალიკა კუპრავამ.
ოპოზიცია ამ დრომდე 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უმრავლესობა პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.