ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ვიზიტი რუსთავში

ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლებმა რუსთავში ვიზიტი გამართეს.

ქალაქში არსებული ბავშვთა ცენტრების ბენეფიციარები მოინახულეს საბჭოს თავმჯდომარემ, ანა ბუჩუკურმა, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაიამ.

მოგვიანებით, ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე რუსთავის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართება.  შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის ვალდებულებებს განიხილავენ.