დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 50-მდე შემთხვევაა აღრიცხული.
როგორც გამყრელიძე ამბობს, მოსალოდნელია ამ შტამის გავრცელების ზრდა, რადგან ის ევროპაში ფართოდაა გავრცელებული.
კორონავირუსის ახალი შტამი თავდაპირველად 2020 წლის შემოდგომაზე ბრიტანეთში აღმოაჩინეს, თუმცა მისი გავრცელება აქტიურად დეკემბერში დაიწყო. გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30- ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.