არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ეს ჩვენ დაგვაბრალოს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო.
„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის მტერთანაც. მაგრამ ლოგიკური და სწორი იქნებოდა, რომ ასეთ ვითარებაში ჩანაცვლებულიყო ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით, რომელიც არის პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემთვის თავიდანვე გაუგებარი იყო“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.