გაბუნია: მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის დოზები იყოს სრულად ათვისებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, “კოვაქსიდან” ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.

მისივე თქით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის დოზების ათვისება სრულად მოხდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დოზებს, რომელსაც “კოვაქსიდან” მივიღებთ იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე”, – აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.