გაბუნია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩავრთავთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაგეგმილია ექსპერტებთან შეხვედრა. მისივე თქმით, ფაქტის შესწავლის პროცესი ხანგრძლივი არ იქნება.

„დაგეგმილია ექსპერტებთან შეხვედრა. შემთხვევის შესწავლის პროცესი ხანგრძლივი არ იქნება. შესაძლოა, ამას 24 საათი დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ. ასევე კვლევაში ჩავრთავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც, რადგან ამ ტიპის შემთხვევები საერთაშორისო ანგარიშგებას ექვემდებარება. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ მათ ჩართულობასაც, რათა მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა.