“გარდაბანმა” მეშვიდე ამხანაგური მატჩი გამართა

საფეხბურთო კლუბმა „გარდაბანმა“ მიმდინარე წლის მეშვიდე ამხანაგური მატჩი გამართა „თელავი 2“-ის წინააღმდეგ თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე. შეხვედრა გარდაბნელთა სასარგებლოდ წარიმართა და ანგარიშით 3-2 დასრულდა.

მორიგ ამხანაგურ მატჩს საფეხბურთო კლუბი „გარდაბანი“ ვარკეთილში 13 მარტს, 15:00 საათზე „დინამო სოხუმის“ წინააღმდეგ გამართავს.

ინფორმაციისთვის, ორივე საფეხბურთო კლუბი აქტიურად განაგრძობს მზადებას რეგიონ ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. რეგიონ ლიგის გათამაშებამდე საფეხბურთო კლუბებს კიდევ რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვთ ჩასატარებელი.