გარემოსდაცვითი საკითხები ქვემო ქართლში – კომიტეტის სხდომა(+ვიდეო)

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ კომიტეტის 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა.

ბითაძემ ყურადღება გაამახვილა იმ კანონპროექტებზე, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში დამტკიცდა. ისაუბრა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის” კანონზე, რომელიც რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელობას ატარებს.

სხდომისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მაია ბითაძეს სიტყვით მიმართა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

მისი მტკიცებით, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები ხშირია. “მოქალაქეების” ლიდერი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სწორი მენეჯმენტია აუცილებელია.

საპასუხოდ, ბითაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ტყის რესურსების მდგრადი მართვა წლების განმავლობაში იყო და არის ერთი-ერთი მთავარი გამოწვევა და “ახალი ტყის კოდექსის” ფარგლებში, საკითხზე მუშაობა გრძელდება.