გექნებათ თუ არა ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა?

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ კორონავირუსზე.

„თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სფეროს და რომელსაც მსოფლიო იზიარებს. შესაბამისად, ყველა ვაქციანა იქნება ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ვაქცინა ასარჩევად, მინისტრი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა“.

„დოზებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა, 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა საქართველოში, თუმცა ჩვენ ველოდებით კონკრეტული რეისის ნომერს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ ზუსტი თარიღი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.