გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა.

“ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე, რომ წაყვა რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?”-განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან ჟღენტმა.

პოლიტიკოსი გოგი წულაია გუშინ დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ ქალზე ძალადობას ედავება.