გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. 56 წლის კაცს დაზიანებები ყელის არეში, ცივი არაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი “გორმედშია” გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ექიმის ინფრომაციით, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ

,,სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კისრის არეში აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. ოპერაციის შემდგომ, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ”,- ამბობს ექიმი მერაბ მაისურაძე.