დედის დღე რუსთავში – 3 მარტი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მიულოცეს

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ნინო ლაცაბიძემ გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთავის თეატრის წინ მდებარე სკვერში დედის დღე “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებს მიულოცეს. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, რუსთაველ ქალბატონებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილები და  სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 3 მარტი ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულ რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახსებსაც მიულოცეს.