რუსთავის N22 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. როგორც სკოლის დირექტორმა, ეკა ცხვედაძემ TV4-ს განუცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულებას ჯანდაცვის უწყებიდან დასტური მოუვიდა, რომ ორი კვირის განმავლობაში სკოლაში სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს.
N22 საჯარო სკოლაში კორონავორუსი პედაგოგს დაუდასტურდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლამ სამინისტროს გასულ კვირას მიმართა.