დღეიდან N22 სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა

რუსთავის N22 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. როგორც სკოლის დირექტორმა, ეკა ცხვედაძემ TV4-ს განუცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულებას ჯანდაცვის უწყებიდან  დასტური მოუვიდა, რომ ორი კვირის განმავლობაში სკოლაში სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს.

N22 საჯარო სკოლაში კორონავორუსი პედაგოგს დაუდასტურდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლამ სამინისტროს გასულ კვირას მიმართა.