ევროპის წამლის სააგენტო: ვაქცინაციის უპირატესობა რჩება მეტი, ვიდრე რისკი

ევროპის წამლების სააგენტო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის უპირატესობა აღემატება ვაქცინაციით გამოწვეულ რისკებს და ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია. ამის შესახებ საუბარია ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, სააგენტომ იცის დანიის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკავშირდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შედეგად, თრომბის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ლეტალური შედეგით დასრულდა.

„ამ დროისთვის არ არის მითითება, რომ ეს მდგომარეობები აცრებმა გამოიწვია, ისინი არ შედიან შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში. წამლის სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტის პოზიცია – რომ ვაქცინაციის უპირატესობა რჩება მეტი, ვიდრე რისკი, და ვაქცინის გამოყენება შესაძლოა გაგრძელდეს მაშინაც, როდესაც გრძელდება მომხდარის კვლევა, რაც თრომბების განვითარებას უკავშირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რისკების შეფასების კომიტეტმა უკვე დაიწყო ყველა შემთხვევის შესახებ შესწავლა, ადამიანებში თრომბების წარმოქმნასთან დაკავშირებით.

„2021 წლის 10 მარტისთვის დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს შორის თრომბოემბოლიის შესახებ 30 ინფორმაცია შემოვიდა, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში.

ხსენებული მიზეზის გამო, დანიამ და მასთან ერთად ნორვეგიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ადამიანს დანიაში აცრიდან მალევე თრომბი განუვითარდა.