საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე,თუმცა სტაბილური.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უტარდება და მისთვის შემდეგი 24 საათი იქნება მნიშვნელოვანი.
“კონსიულიუმს ესწრებოდა ექიმების სრული შემადგენლობა, მათ შორის იყო ექიმი, რომელმაც პაციენტს ადგილზე გაუწია საჭირო დახმარება. მისი მხრიდან მოვისმენთ, რა კონკრეტული ქმედებები განხორციელდა პაციენტთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი დმგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპისთვის მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდეგ იქნება გათვალისწინებული ყველა საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის, ექიმებმა ასევე მიიღეს გარკვეულ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება შემდგომი ტაქტიკა. შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის. ამ ეტპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედდას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.