ეპიდვითარება რუსთავში – კოვიდ ცენტრში მიმართვიანობა გაიზარდა

რუსთავის კოვიდ ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა,- ამის შესახებ TV4-ს ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კოვიდ ცენტრში ამ დროისთვის 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობას.

რაც შეეხება სტატისტიკას, ქალაქში   ბოლო 24 საათში 160-ზე მეტი სწრაფი ტესტი ჩატარდა, მათგან 11 პირის ტესტის პასუხი დადებითია. 155 ადამიანი გამოკვლიეს N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, 108 ტესტი ჩატარდა პირველ პოლიკლინიკაში.