ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

მიმდინარე წლის 22 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცენტრალური ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3293 შეადგინა.

წელს ეს რიგით მეოთხე აუქციონია. ჯამში, ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს 160 000 000 დოლარი გაყიდა