ექთანს ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს ვაქცინის ჩატარების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას  სასჯელაღსრულებაში ადასტურებენ. როგორც უწყებაში ამბობენ,  N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო, 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა და პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. იმავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე. 20 მარტს კი ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ექთანი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.