ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში ე.წ. “ოცნების ქალაქში” თვითნებურად დასახლებული სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი იმ კრიტერიუმების დადგენას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ვინ მიიღებს ბინას ახალაშენებულ კორპუსებში.

ცნობისთვის, ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის პირველ ეტაპზე 582 ბინა შენდება. მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს.