საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მე-4 ქვეყანაა, რომელმაც კოვაქს პლატფორმის მეშვეობით ვაქცინა მიიღო. რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ, ხვალიდან საქართველოში ვაქცინაცია იწყება – 43 000 დოზა AstraZeneca უკვე ქვეყანაშია.
პირველი ეტაპი სავარაუდოდ 2 კვირას გაგრძელდება, აცრიან მედპერსონალს. უკვე ცნობილია იმ მედიკოსების ვინაობა, ვინც პირველები აიცრებიან. პაატა იმნაძის შემდეგ, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე პირველები იქნებიან, ვინც ხვალ ვაქცინაციას ჩაიტარებენ. ვაქცინის ჩატარება დააანონსა ბიძინა კულუმბეგოვმაც.
მხოლოდ რიგების მართვის ელექტრონულ მოდულში 43 000 მედიკოსიდან დილის მონაცემებით, 1500-მდე პირია დარეგისტრირებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაციის პირველი ეტაპი 2 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.