ვახტანგ მეგრელიშვილი – ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე

„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მმართველი პარტიის და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას საერთოდ არ ესმის რა ხდება. 

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს მოლაპარაკების საკითხები საიდუმლოდ.

“ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება. ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც მე ვარ შეზღუდული, რომ ვისაუბრო. მე არ მესმის, საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის. მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის. მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური. საბოლოო ჯამში, იმედი მქონდა, რომ მე ვცდებოდი და რაღაც შედეგი დადგებოდა. ახლა რომ დავრწმუნდი, შედეგი არ დადგა, ახლა ველოდებით რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს საუბრის დაწყება.”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.