ველოსიპედით მოძრავ ბავშვს გორში მანქანა დაეჯახა

გორში ბავშვს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მოტეხილობები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.