„ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“ – პუტინი ბაიდენს

რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს. ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის განცხადებას.

„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებებს. რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ყოველი ერის ისტორიაში ბევრი დრამატული და სისხლიანი მოვლენაა.

„როდესაც ვაფასებთ სხვა ადამიანებს და სხვა ერებს, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ჩვენს პრობლემებს სხვებს ვაკისრებთ“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების წარმოება მხოლოდ ვაშინგტონის პირობებით სურს, რუსეთი კი იმუშავებს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი პირობებით.

შეგახსენებთ, „ეიბისი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად.