ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ზუგდიდში სუპერმარკეტი “ლიბრე” დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში, სავარაუდოდ, დანით შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს გამოძიება.