თბილისის ქუჩის N4-ში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაკვამლიანების შედეგად შეუძლოდ გახდა ერთი ადამიანი, რომელსაც სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია.